ლაიზა მინელის მდგომარეობა კვლავ აღშფოთებს მის ახლობლებს. მასთან დაახლოებული პირები ამობენ, რომ პრობლემების გამო მინელი სულიერად დაეცა.
ლაიზა, რომელიც უამრავი წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ცხოვრობდა, იძულებული გახდა, გაეყიდა მდიდრული სახლი და ლოს-ანჯელესში ნაქირავებ სახლში გადასულიყო. მის ფინანსურ მდგომარეობას ესეც კი ვერ დაეხმარა, მისი მკურნალობისთვის ძალიან ბევრი ფულია საჭირო, ამიტომ გასაყიდად გამოიტანა ენდი უორჰოლის მიერ შესრულებული ხელოვნების ნიმუშები. სრული კოლექციის ღირებულება 40 მლნ დოლარს აჭარბებდა.
„ლაიზა სასოწარკვეთილია. ბოლო დროს მის თავს სულ უსიამოვნო ამბები ხდება. არ არის გასაკვირი, რომ ფული სჭირდება. მინელი ცუდ ფორმაშია და საზოგადოებაში, ალბათ, აღარც გამოჩნდება... არ უნდა, რომ ის მეგობრებმა, თაყვანისმცემლებმა ნახონ," - ამბობს მსახიობთან დაახლოებული პირი.
ლაიზა მინელი მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძოდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას, მავ