logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს
- +

4 ივნისი. 2020. 21:40

 

 

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ შესრულდეს ეს პირობა, ეს არის პირობა, რომელსაც აქვს ორი მხარე - უმრავლესობა და ოპოზიცია, შესაბამისად, პასუხისმგებლობა არის გადანაწილებული და საზოგადოება დაინახავს, ვინ შეასრულებს ამ პასუხისმგებლობას და ვინ არა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი არ დაუშვებს, რომ თუ იმ შემთხვევაში, ცვლილებებს კენჭისყრის დროს საფრთხე შეექმნება, ოპოზიციამ ეს „ქართულ ოცნებას“ გადააბრალოს.

 

 

 

ვინ იქნება მმართველი გუნდი და ვინ იქნება ოპოზიციაში, მათ შორის, ვინ იქნება უფრო მეტად წარმოდგენილი თუ უფრო ნაკლებად,  ვის დაერქმევა მთავარი და ვის დაერქმევა მცირე ფრაქცია, ამას გადაწყვეტენ ჩვენი თანამოქალაქეები. ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვენდობით და გვჯერა ჩვენი თანამოქალაქეების, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ჩვენი საზოგადოება, ჩვენთვის ეს უპირობოდ იყო და იქნება მომავალშიც მისაღები. რაც შეეხება ამ საარჩევნო სისტემას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ შესრულდეს ეს პირობა, ეს არის პირობა, რომელსაც აქვს ორი მხარე - უმრავლესობა და ოპოზიცია, შესაბამისად, პასუხისმგებლობა არის გადანაწილებული და საზოგადოება დაინახავს, ვინ შეასრულებს ამ პასუხისმგებლობას და ვინ არა. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ თუ ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას შეასრულებს და ამ ცვლილებებს, ღმერთმა ნუ ქნას, რამე საფრთხე შეექმნას კენჭისყრის დროს, არ დავუშვებთ, რომ ასეთ შემთხვევაში ოპოზიციამ სცადოს და ეს გადმოგვაბრალოს ჩვენ. პასუხისმგებლობები იქნება გამჭვირვალედ ნაჩვენები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ოპონენტებს, რომლებიც, მისივე შეფასებით, ჯერ კიდევ გაორებულ და ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ პასუხისმგებლობის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

 

ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ამავე დროს, როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით გამარჯვებისთვის. გვექნება ძლიერი პროგრამა, გვეყოლება განახლებული გუნდი და მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner