დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე მია ვეფხვაძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, რასაც საფუძვლად დაედო მასთან გასაუბრების ოქმი.
მია ვეფხვაძე არის მოკლული ზაზა ვეფხვაძის და ვეფხვაძეების ოჯახი მკვლელობაში სწორედ გიორგი რურუას ადანაშაულებს.
რამდენიმე დღის წინ „ქრონიკასთან“ მია ვეფხვაძე აცხადებდა, რომ მას შემდეგ, რაც მან მომხდარზე ხმამაღლა ისაუბრა, მისი დაშინება ე.წ. ვერის საძმოს წარმომადგენლებმა სცადეს.
შეიარაღებული პირების მიერ 27 წლის წინ ჩაცხრილული ზაზა ვეფხვაძის საქმის გამოძიება, შესაძლოა, განახლდეს.
2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ რურუასთან დაკავშირებული კიდევ ერთი, თორაძეების მკვლელობის საქმეზე სამართლებრივი დახმარებისთვის საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს მიმართა.