logo_geo
eng_logo
„ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, მისი თანაგუნდელი, 35 000 ევროს ითხოვდა“...
- +

19 ივნისი. 2016. 23:20

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გასამრჯელოდ 35 000 ევროს ითხოვდა.

 

 

„ვანო მერაბიშვილის ადვოკატი 35 000 ევროს ითხოვდა იმისთვის, რომ თურმე მის თანაგუნდელს, თანამებრძოლს, ციხეში მყოფ ადამიანს მოემსახურა.

 

საუბარი მაქვს ბატონ კახიძეზე, რომელიც ახლა უკვე არის პოლიტიკაში და „ნაციონალური მოძრაობის“ სიის ათეულშია.

 

 

როგორც მხარეს მე მიკვირს, რომ ის თავის თანამებრძოლს, ციხეში მყოფს, ასე მოექცა. მოკლედ ასეა თუ ისეა, ეს მათი შიდა ამბებია. თანამებრძოლისგან ითხოვს 35 000 ევროს მომსახურებისთვის, რაც თითქოს უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფომ, მაგრამ ამას ჯერ-ჯერობით არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა, რადგან გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში.“- განაცხადა წულუკიანმა გადაცემაში „იმედის დრო.“ 

right_banner right_banner
არქივი
right_banner