logo_geo
eng_logo
„რეპორტიორი“ ცოცხალ ლეგენდას, კახი კავსაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს
- +

5 ივნისი. 2020. 02:04

 

 

 

თეატრისა და კინოს მსახიობი კახი კავსაძე იუბილარია. მას 85 წელი შეუსრულდა.

 

კახი კავსაძე 1935 წლის 5 ივნისს, თბილისში დაიბადა, თუმცა, მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად  ტყიბულში გადავიდნენ.

 

კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი  50–იანი წლებში შედგა. კავსაძე 1981 წელს საქართველოს სახალხო არტისტი, 1989 წელს კი, ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი გახდა.

 

მსახიობს მოღვაწეობის პერიოოდში 90-მდე კინოროლი აქვს შესრულებული. მისი როლებიდან კი აღსანიშნავია: ადამი ("ღვთაებრივი კომედია"), თავადი კოწია ("გუშინდელნი"), დევდარიანი ("საბრალდებო დასკვნა"), ილიკო ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონო"), სიმონ ჩაჩავა ("კავკასიური ცარცის წრე"), ლორდ ჰასტინგსი ("რიჩარდ III"), კენტი ("მეფე ლირი"), რასპუტინი ("კვაჭი კვაჭანტირაძე"), ბატონი დევი ("მერე რა, რომ სველია სველი იასამანი")

 

მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი“ კახი კავსაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს. ყველასთვის საყვარელ მსახიობს ჯანმრთელობას ვუსურვებთ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner