logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაძე: გიორგი არველაძე მიხეილ სააკაშვილის უერთგულესი თანამებრძოლია
- +

5 ივნისი. 2020. 02:56

 

 

გიორგი არველაძე „ნაციონალური მოძრაობის“ უერთგულესი თანამებრძოლია მთელი ამ წლების განმავლობაში. მას ძალიან მაღალი თანამდებობები ეკავა, დღესაც მიხეილ სააკაშვილის უერთგულესი თანამებრძოლია და იმყოფება უკრაინაში, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ის, რასაც ვერ, ან არ გაახმოვანებს სააკაშვილი, სავარაუდოდ, დირექტივების მიმცემი ასე საჯაროდ, Facebook-ით გიორგი არველაძე იქნება.

 

ის, რასაც ვერ ან არ გაახმოვანებს სააკაშვილი, სავარაუდოდ დირექტივების მიმცემი ასე საჯაროდ Facebook-ით იქნება გიორგი არველაძე და სწორედ მაშინ, როდესაც ოპოზიციაშიც შეიქმნა გარკვეული პრობლემები. კერძოდ, სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა გაბედეს, რომ თანასწორად ელაპარაკათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ესაუბრათ ერთიან მაჟორიტარებზე, კვოტებზე და ა.შ. ვნახეთ როგორი განცხადებები გაკეთდა ოპოზიციის მისამართით და აგრძნობინა მათ, ვინ არის ოპოზიციაში ლიდერი, ვინ კარნახობდეს დანარჩენ ოპოზიციას თამაშის წესებს, ვის უნდა ჰყავდეს ყველაზე მეტი მაჟორიტარი, ვის უნდა ჰყავდეს ყველაზე მეტი პირი პარტიულ სიაში და ყველაზე მთავარი“ - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

 

მისი თქმით, ღიმილის მომგვრელია ახლა წინასწარ ოლქების და მითუმეტეს, თანამდებობების გადანაწილება.

 

სტატისტიკურადაც რომ ვნახოთ, ასე დაჯამება ოპოზიციური ხმების, რომ ოღონდ თქვენ შეთანხმდით, დააყენეთ ერთ ოლქში ერთი კანდიდატი და თუ ვინმეს არ მოგვწონს „ქართული ოცნება“, ყველა თქვენ მოგცემთ ხმას, ეს ასე არ ხდება და ვნახეთ, როგორი შედეგებით დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, თვითმმართველობის არჩევნები და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ არველაძის მხრიდან იყო ხაზგასმა იმისა, რომ ის პირდაპირ მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მოემზადონ არა 31 ოქტომბრისთვის, არამედ 1 ნოემბრისთვის“ - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner