ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი გიორგი მარგველაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ორთაჭალაში ერთი რესტორანია (არ დავასახელებ), რომლის მოწილეებიც ბობოლა „ნაციონალები“ არიან. ამ რესტორანში თავისი ამალით ხშირად დადის ჩემი პრეზიდენტი. ამას წინებზეც ყოფილა, კარგად მოულხენია.
მიმტანი გოგო მიყვება: ჭამა, სვა, იხითხითა, კაი დრო ატარა, ადგა და წავიდა, მადლობაც არ უთქვამს... ბოლოს მისმა დაცვამ ინამუსა და 5 ლარი დამიტოვაო.
ჩემო პრეზიდენტო, ეგ დანა-ჩანგალი მაინც დაგედო ნორმალურად, ბოლო-ბოლო, მთელი მსოფლიო გიყურებს. ამ ფოტოს ნახავენ გერმანელები და აუცილებლად იტყვიან, ამ ველურებს ვიზალიბერალიზაცია რანაირად უნდა მივცეთო?!“- წერს ზედელაშვილი.