logo_geo
eng_logo
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირი დააკავა
- +

5 ივნისი. 2020. 10:20

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული მ.ხ. და 1980 წელს დაბადებული მ.გ. თბილისში დააკავეს.

 

მ.ხ.-ს ბრალი ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის ქუჩა N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში, ხოლო მ.გ.-ს ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.ხ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1988 წელს დაბადებულ ვ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მ.გ.-მ დანის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებები 1980 წელს დაბადებულ გ.წ.-ს და 1994 წელს დაბადებულ ი.პ.-ს მიაყენა.

 

სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღები - დანა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

 

მ.ხ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

 

მ.გ.-ს მიმართ კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა- ტარებას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner