საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, ამ ეტპაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მამაკაცთან, რომელიც ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა.
„ამ ეტაპისათვის პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში, არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც რამდენიმე გასროლა მოახდინა უმისამართოდ. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებული არიან, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – აცხადებს სირაძე.