logo_geo
eng_logo
ვაჟა სირაძე: პიროვნება არის შეიარაღებული, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
- +

5 ივნისი. 2020. 14:25

 

 

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, ამ ეტპაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მამაკაცთან, რომელიც ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა.

 

 

„ამ ეტაპისათვის პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში, არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც რამდენიმე გასროლა მოახდინა უმისამართოდ. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებული არიან, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – აცხადებს სირაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner