“ის ლიმიტები და მოთხოვნები, რაც არის ხელბარგზე, არაა გაუქმებული, თუმცა თვითმფრინავში ცელბარგით ასვლა არ აიკრძალება,” - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა.
„ამ ეტაპზე, შესაძლებელი იქნება, ბორტზე ხელბარგით ასვლა. ოღონდ, რა თქმა უნდა, მგზავრებს მოეთხოვებათ, მაქსიმალურად კომპაქტური ჩანთა იქონიონ, რათა თვითმფრინავში ჩაჯდომა არ შეფერხდეს“, - აღნიშნა თამარ არჩუაძემ.
საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.