logo_geo
eng_logo
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

5 ივნისი. 2020. 15:10

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 სექტემბერს, ქ.თბილისში, ზღვისუბნის დასახლებაში ი.ა.-მ ძმის მეუღლეს გ.პ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც გ.პ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ი.ა.-მ გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში ცეცხლი წაუკიდა ავეჯს და სხვადასხვა ნივთებს, რამაც 8710,48 ლარის მატერიალური ზიანი გამოიწვია.

 

სამართალდამცველებმა ი.ა. 2019 წლის 8 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), 187-ე მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner