logo_geo
eng_logo
ვაჟა სირაძე: მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციას ჩაბარდა
- +

5 ივნისი. 2020. 16:50

 

 

მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციას ჩაბარდა.

 

 

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, მოლაპარაკების შედეგად პიროვნებამ დატოვა საცხოვრებელი სახლი.

 

 

„ჩაგვბარდა, ჩვენთან არის. ღონისძიების შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, ეს პიროვნება იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში. მასთან ვაწარმოებდით რამდენიმე საათიან მოლაპარაკებას, რის შემდეგაც, მან მიიღო გადაწყვეტილება და გამოვიყვანეთ უსაფრთხოდ საცხოვრებელი სახლიდან. ამის შემდგომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დეტალები დაზუსტდება და მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner