სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი" 20 ივნისს კონფერენციას - „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები" უმასპინძლებს.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ორგანიზაცია "მოქალაქე", "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" და პარტნიორი ორგანიზაციები.
კონფერენციაში, რომელიც 13: 00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.