logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: თამთას თავს იმხელა ტრაგედია ტრიალებს, რომ...
- +

20 ივნისი. 2016. 01:46


„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციას" წევრი კონსტანტინე გამსახურდია მერაბ კოსტავას შვილის თამთა კოსტავას შესახებ წერს.


„საქართველოში რომ ჩამოვედით, ნაცნობების რჩევის შემდეგ, მივმართეთ „ქართუს", დღეს ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გვეხმარება, ის გვინახავს ჩვენ", - განაცხადა თამთა კოსტავამ „ნანუკას შოუში" საუბრისას. როგორც ჩანს, თამთა კოსტავას ამ განცხადებამ „ფეისბუქის" მომხმარებელი გააღიზიანა, რის შესახებაც კონსტანტინე გამსახურდია დეტალურად წერს:



„ვიღაც ნაცი დედაკაცი მაიკო ჯავახიშვილი - უცვლელად გთავაზობთ მის პოსტს:


თამთა კოსტავა, მერაბ კოსტავას ქალიშვილი:

დღეს ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გვეხმარება.. ჩვენს ოჯახს ივანიშვილი ინახავს"...


ზვიად გამსახურდიას შვილი - ქვეყნის ოკუპანტის სატელიტ პოლიტიკურ პარტიაში!

მერაბ კოსტავას შვილი - რუსი ოლიგარქის და „გაზპრომის" კმაყოფაზე!

რა ვთქვა, აღარ ვიცი!.. რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს..

თითქოს ვიღაცამ დაგვწყევლა „თქვენ არ გაიხარეთო!" და მერე მაგრად გაიჯახუნა კარები!..

აი, ეს გვჭირს!..." (პოსტის დასასრული)..."- წერს ჯავახიშვილი.


 

„თამთას თავს იმხელა ტრაგედია ტრიალებს, რომ საერთოდ როგორ უნდა მოგიბრუნდეს პირი, რომ ახსენო, თანაც ამ კონტექსტში. ჰო, კიდევ მე (აბა, სხვას ვის უნდა გულისხმობდეს) „ქვეყნის ოკუპანტის სატელიტ" პარტიაში. სხვათა შორის, ჩემი პარტია მყავს, რომლის თავმჯდომარეც და ლიდერიც დღემდე ვარ, მაგრამ....

 

გამახსენდა მიშა ფეიქრიშვილთან რადიო „იმედის“ ეთერი წლების წინ. მიშამ მითხრა, ღია ხაზი გვაქვს, და შესაძლოა, მსმენელიც შემოვიდესო. 2009 წლის საკნების აქციები მიდიოდა. შემოვიდა სიგნალი, მსმენელია ხაზზეო. ჩართეს:

 

კონსტანტინეე“, - გაისმა საკმაოდ ასაკოვანი ქალის კრჩხიალა, გაღიზიანებული ხმა.

 

დიახ“.... -მივუგე.

 

კონსტანტინეე, დასახვრეტი ხაარ“.

 

რატომ, ქალბატონო, რა დაგიშავეთ ან თქვენ, ან ქვეყანას?"

 

გათახსირებულები რომ შემოიკრიბე, ხაინდრავა, გაჩეჩილაძე, ბერძენიშვილი, დავითაშვილი, ძიძიგური....."

 

ტუ-ტუ-ტუ“ - როგორც ჩანს, გათიშეს მსმენელი. რა ვქნათ, ხდება ხოლმე, მომიბოდიშა მიშამ.

 

ჰოდა, ამ საღამოს დიდხანს ვიფიქრე, რა უნდა უპასუხო ახლა ამას. არა, არის შემთხვევები, რომ სხვანაირად ვერ გამოხატავ ამ პოსტის დამწერის არსს..."




http://reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=12510


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner