logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ბრილიანტი
- +

5 ივნისი. 2020. 21:47

 

 

შეიძლება, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, დროში ცოტა ჩამოვრჩეთ, მაგრამ წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის შემდგომი ბრილიანტი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ გეოგრაფიულად, დღეს, წყალტუბო, ტურისტული თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა, რომელსაც სჭირდება ინვესტიციები.

 

ყველაფერთან ერთად, ყველაზე მიმზიდველი, ბევრი თვალსაზრისით, ჯერ ერთი, წყალტუბოს ტრადიციებით. წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი, უკვე ჩამოყალიბებულია. მას სჭირდება იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის ნიშნის დამატება და ეს ყველაფერი იქნება“, -  აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner