მანჩო გიორგობიანი საქართველოს მთავრობას მიმართავს.
„საქართველოს მთავრობა, მართლა არავისთვის მენანება დახმარების გაწევა, არც ძველ წყენებს ვუხსენებ და საერთოდ, ადამიანებს არ ვეხმარები "ხელი ხელს ბანს" პრონციპით , არც დაფასება მინდა, აღარც დაუნახავობა მაწუხებს , თქვენ წარმოიდგინეთ ...
ჩემ თავთან რომ მართალი ვიყო, ამიტომ ვეხმარები ყველას და იგივეს ვიფიქრებდი სომხეთის დახმარებაზე, რომ არა ერთი გარემოება.. ჯერ ერთი - საქართველოში არ აღმოფხვრილა ვირუსი და ტრანსპორტი რომ ამოძრავდება, არ ვიცით , პიკი გვექნება თუ არ გვექნება, მაგრამ მეორე და უფრო მნიშვნელოვანი - ახლო მომავალში რაც გველოდება, ეს არის ცხინვალის რეგიონიდან ინფიცირებულები (ალბათ აფხაზეთის მხარიდანაც) ..მაგრამ სამაჩაბლოს მხარეს უფრო იმიტომ ვვარაუდობ , რომ კატასტროფული მდგომარეობაა ვლადიკავკაზში, ექიმები გაიქცნენ სავადმყოფოდან, რადგან არც წამლები აქვთ და არც არაფერი, მათ შორის, სპეც -ეკიპირებაც არ გააჩნიათ, ავადმყოფების უსაფრთხოდ მისაღებად!.. ასევე , საშინელი მდგომარეობაა დაღესტანში და მიმდებარე ტერიტორიებზე ...
მთლიანად რეგიონშია უმძიმესი ვითარება და ამიტომ სომხებსაც ისე დავეხმაროთ, როგორც ვლადიკავკაზელებს ვეხმარებით, აქედან მართავენ ექიმები ტელეფონით, წამლებს ვუგზავნით ტრანსპორტით...
ამ ყველაფრის უფრო დახვეწა შეიძლება და ოპერატიული 24-საათიანი სამედიცინო მომსახურების ონლაინ- კაბინეტის გაკეთება, ასევე , წამლების გაგზავნის მოწესრიგებული სისტემით... ვიდრე, ერთი მიმართულებით გავუშვათ ჩვენი ექიმები და არ დავიტოვოთ რეზერვი ჩვენი თანამოქალაქეების ოსების და აფხაზების სამკურნალოდ ( ეთნიკური შუღლის გამჩაღებელ გაბრაზებულ რეპლიკებს ნუ დამიდებთ, გთხოვთ“