მედია კავშირი „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ვარკეთილში სკვერის გახსნაზე პროვოკაციული მივარდნა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა:
საღამოს მედიასივრცე დაეფარა არა კარგი სკვერის გახსნას, არამედ ამ ფაქტს!
ძალიან ადრე გაიყიდა ნაცსექტა: არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გაამჟღავნა სტრატეგია და ტაქტიკური ნაბიჯები!
ოხ, რა უტვინოები ხართ, ნაცსექტანტებო!“
დღეს თბილისის მერმა ვარკეთილში მოსახლეობასთან ერთად სკვერი გახსნა. პრეზენტაციისას მერსა და ერთ-ერთ პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კახა კალაძეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულმა პურმა პროვოკაცია მოუწყო.