logo_geo
eng_logo
WHO: 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებმა პირბადეები უნდა ატარონ
- +

6 ივნისი. 2020. 02:07

 

 

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, 60 წელს ზემოთ ადამიანებმა პირბადეები უნდა ატარონ. შესაბამის რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა.

 

იმ რაიონებში, სადაც ვირუსის გავრცელება ფიქსირდება, 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებმა, ასევე მათ, ვისაც სიმპტომები აღენიშნება, პირბადეები უნდა ატარონ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური დისტანცირება შეუძლებელია“, - განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

 

მისივე თქმით, პირბადეები უნდა ეკეთოს ყველა ადამიანს, ვინც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურ სივრცეში მუშაობს და არა მხოლოდ მათ, ვისაც უშუალოდ პაციენტებთან აქვს შეხება. ამასთან, პირბადე, სულ მცირე, სხვადასხვა მასალის სამი შრისგან უნდა შედგებოდეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner