სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" 20 ივნისს კონფერენცია - „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები" გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ორგანიზაცია „მოქალაქე", „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" და პარტნიორი ორგანიზაციები.
კონფერენცია 13:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.