ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
"Додик Никчема!", ანუ "დოდიკა - ა რ ა რ ა ო ბ ა!"
ეს ის დავით არახამიაა, კიეველი დეპუტატი, მამით ქართველი დედით უკრაინელი, საქართველოზე რომ ისე გაისეირნა, არცერთ არაქართველს რომ არ უკადრებია...
მისი "მჭერმეტყველება" ექსპრეზიდენტის საკადრო დანიშვნას ეხებოდა და ეხმაურებოდა საქართველოში გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს.
ეს განცხადებები, არც ჩემს (სხვისასაც) აღტაცებას არ იწვევდა, მაგრამ ფორმას გააჩნია, ტონალობას, ადგილს და დროს...
ეს თაგუნა-ტიპი, უკრაინის რადაში მმართველი პარტიის ფრაქციასა ლიდერობს, თურმე. ჰოდა, ამ უტვინომ და უტაქტომ, დიპლომატიის ანაბანა რომ არ ესმის და არაფერი ქართული რომ არ ადარდებს, გამოვიდა და წამოაყრანტალა:
ეგენი ვის დაკარგვიან, რატომ უნდა გავუწიოთ ანგარიში ამ პატარა ქვეყანას, ამერიკა ხომ არ არისო, ან სხვა დიდიო...
ყეყეჩი! ცუდად რომ არის გაზრდილი ნათელია... ისე, მგონი, გაგრაშია დაბადებული და პედაგოგის ოჯახში დაფრთიანებული... მერე გვიკვირს, მაგარი შვილი კი გაუზრდია იმ "პედაგოგს"... არ ვიცი, ცოცხალია თუ არა, მაგრამ კია ღირსი, რომ აკაკის "გამზრდელი" გავუგზავნო "საჩუქრად". მაგრამ, ისე არაა ჩემი მტერი... და მერე გვიკვირს, რატომიზრდებოდნენ აფხაზეთში ბავშვები ყოველივე ქართულის სიძულვილით.
მაინც მეწყინა, რომ წავიკითხე მასზე ეს "ესსე".
ყეყჩიაო... გაუნათლებელიო, ისევე, როგორც ბევრი მისი თანაპარტიელიო... მაგრამ, ყველაზე მეტად გულში მომხვდა ერთსიტყვიანი შეფასება: "Додик Никчема", ანუ - "Додик-Ночтожество", ანუ - "ა რ ა რ ა ო ბ ა"!..
როგორ არის იმ კახელის რეპლიკა "ბაშია-აჩუკში"?
აწი, ეგ თქვენი დოდიკა, იგივე, დ ა ვ ი თ ა, "გინდ შეიტანეთ და გინდ გამოტანეთო!"
ეჰ, დოდიკ, დოდიკ, მართლა შე ა რ ა რ ა ო ბ ა ვ !!!
ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე:
https://www.facebook.com/kapustin.andrei/posts/3906550576052977