logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: საქართველომ მაგალითი უნდა აიღოს აშშ-დან და საკუთარი კონსტიტუციიდან გამომდინარე დაიცვას ქვეყნის დამოუკიდებლობა
- +

6 ივნისი. 2020. 11:48

 

 

 

 

ორი წელია რუბრიკა მაქვს: "შეშლილი მსოფლიო!" და არც ერთხელ არ გამიშუქებია სიუჟეტი აშშ-დან. იმიტომ კი არა, რომ რამე ჩერჩეტ-TAKO-ების და ფანჩატურ-კლოუნების მორიგ "იარლიყს" ვუფრთხოდი, არამედ იმიტომ, რომ ზოგადად-ინტერნეტი და კონკრეტულად-ფბ არ აქვეყნებდნენ შესაბამის სიუჟეტებს.

 

 

ახლა წალეკა ინტერნეტი საშინელმა კადრებმა. ეს, კატასტროფა, თურმე, არ ყოფილა სპონტანური აფეთქება. მას უაღესად სერიოზული საფუძველი ჰქონია, რასაც ათეულ წლობით დაგროვილი ბოღმა და სიძულვილი კვებავდა...

                                                   

 

ის რასაც ახლა ვხედავთ, მაგონებს 1960-იანი წლების ამბებს, რასაც მე და ჩემი კოლეგები საქართველოს ტელევიზიის ახალგაზრდული რედაქციიდან ვაშუქებდით იმდროინდელი პოლიტიკური კონტექსტით, რაც, მეტისმეტად სამწუხაროდ, ახლა აღმოჩნდა... საფუძვლიანი.

 

 

მარტინ ლუთერ კინგი!..

 

 

ნაციონალური გვარდიის თანხლებით როგორ დადიოდა "ზანგი" გოგონა სკოლაში და გაკვეთილებზე როგორ ისხდნე მის წინ, უკან და გვერდით პოლიციელი-მცველები...

 

 

კუკლუსკლანი და მისი "ოინბაზობა"...

 

 

პირველი ფერადკანიანი კონგრესმენი...

 

 

კიდევ ერთხელ:                                               

 

 

- სტაბილური ამერიკა არის სტაბილური საქართველო!

 

 

- სრული მხარდაჭერა პრეზიდენტ ტრამპს და მის ნაბიჯებს, გამომდინარეს აშშ კონსტიტუციიდან და ამერიკული მორალიდან!

 

 

- საქართველომ მაგალითი უნდა აიღოს აშშ-დან და საკუთარი კონსტიტუციიდან გამომდინარე დაიცვას ქვეყნის დამოუკიდებლობა და განამტკიცოს სტაბილურობა ისე, როგორც ამას აკეთებს შეგნებული ამერიკა და მისი კანონიერი ხელისუფლება!

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner