ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „GDS"-ის ეთერში, ყოველდღე, 20 საათსა და 20 წუთზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოკლე ვიდეოდაიჯესტები გავა.
„ძალიან მაგარი პროექტი. ვუწევ რეკომენდაციას!!!
ტელეკომპანია „GDS"-ის ეთერში, ყოველდღე, 20 საათსა და 20 წუთზე ნახეთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოკლე ვიდეოდაიჯესტები.
2012 წლის პირველი ივნისიდან პირველ ოქტომბრამდე განვითარებული მოვლენები შეგიძლიათ, გაიხსენოთ ყოველდღე, ტელეკომპანია „GDS"-ის ეთერით და 2030.NEWS-ზე.
რა ხდებოდა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში და რა თემები მოხვდა ტელევიზიების ყურადღების ცენტრში", - წერს ყანდიაშვილი.