logo_geo
eng_logo
ვინ არის კრიმინალისტი, რომელიც დენის დარტყმით დაიღუპა
- +

6 ივნისი. 2020. 21:03

 

 

 

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტი, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე აფეთქების ადგილას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა 39 წლის პოლიციის მაიორი საიბ გეიდაროვია.

 

 გეიდაროვი წარმოშობით მარნეულიდან იყო და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა.

 

 როდესაც მარნეულის მუნიციპალიტეტი კარანტინის ზონაში მოექცა, გეიდაროვი მარნეულში დარჩა და ადგილობრივ პოლიციას ეხმარებოდა. ის ბოლო წუთამდე წითელ ზონაში იყო.

 

 ეხმარებოდა პირველ რიგში მოქალაქეებს, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ და მათივე უსაფრთხოებისთვის ქალაქიდან არ გასულიყვნენ.

 

 „დავდივარ შემთხვევებზე და ასევე ვეხმარები ადგილობრივ პოლიციას“, – ამბობდა საიდ გეიდაროვი.

 

 

 

 

 

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი, საიდ გეიდაროვი გარდაიცვალა.

 

 იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

 პოლიციის მაიორს მეუღლე, სამირა შარიფოვა და ორი არასრულწლოვანი, 16 და 13 წლის შვილები დარჩა.

 

ცნობისთვის, აღნიშნულ გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება მოხდა და ერთი ადამიანი დაშავდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner