„Associated Press"-ის ცნობით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელმა ტერორისტმა მიკროავტობუსში თავი აიფეთქა, შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 9 კი დაშავდა.
დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა ნეპალის მოქალაქეა, რომელიც ავღანეთში კერძო კომპანიაში მუშაობდა.
პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის მოძრაობა „თალიბანმა" აიღო.