logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: აქვე, რომ არ დამაბრალოთ „არმენოფობია“ ვიტყვი...
- +

7 ივნისი. 2020. 00:22

 

 

დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

ის ხლხი ვინც არაფრისდიდებით აღიარებს საქართველოში კორონა ვირუსის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების, მედიკოსების, პოლიციის, ჯარის, მებაჟეების, ტურიმის დეპარტამენტის და ა.წარმატებით გატარებულ ღონისძიებებს. ვინც მთელი ეს პერიოდი იყო ჩასაფრებული და სრულიად არაადეკვატურად იქცეოდა, ესხმოდა თავს ექიმებს, აპროტესტებდა ყველაფერს, დაკომპლექსდენ "მანქანაში გვერდით რატომ ვერ ვჯდებით" ყვიროდნენ და მიზეზებს თითიდან გამოიწოვდნენხოლმე შიგადაშიგ, ეხლა არიან მორიგ აღტკინებაში. გამალებით მოითხოვენ რომ ეს "უნიათო" ხელისუფლება დაეხმაროს სხვა სახელმწიფოს.

კი მაგრამ რით უნდა დაეხმაროს ალოგიკურებო? აბა ჩამოყალიბდით, აქამდე ამტკიცებდით რომ ხან კარგი ამინდის ბრალი იყო, ხან ამტკიცებდით რომ საქართველო მალავდა ინფიცირებულებს, ხან ამბობდით რომ საყოველთაო სწრაფი ტესტი რომ არ გაკეთდა ჩვენნთან ამიტომ რეალობა სხვა იყო და წინ "აპოკალიფსი გველოდა", ხან გამართლებას დააბრალეთ... ბოლოს ისიც კი იკადრეთ თქვენი ფავორიტი ე.წ. მეცნიერი გამოიყვანეთ რინგზე და დააწყებინეთ მტკიცება "ქართული გენის" განსაკუთრებულობაზე. ეს უკანასკნელი ძალიან სასაცილო იყო, ქართულ გენზე ლაპარაკობდა ის "მეცნიერი" რომლის კლასტერიც ყოველგვარ ქართულს დასცინოდა მუდამ.

 

ხოდა რით უნდა დავეხმაროთ გენაცვალოთ ჩემი თავი აბა გვითხარით:

კარგი ამინდით? გამართლებით? თუ "განსაკუთრებული ქართული გენეტიკით"?

ხვდებით რა სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეთ თავი?

 

აქვე რომ არ დამაბრალოთ არმენოფობიავიტყვი რომ თქვენ არ გაქვთ უფლება ამას ამბობდეთ და მე ვიტყვი თქვენზე ხამამაღლა რომ თუ რაიმე შეგვიძლია გვერდში უნდა დავუდგეთ ჩვენს სომეხ ძმებს, ვიცი ხელისუფლებაც მზადაა ამისთვის. არაერთხელ გადაუხდიათ ჩემთვისაც კი ძალიან დიდი მადლობა იმის გამო გამო რომ სპიტაკის მიწისძვრის დროს ერევანზე ადრე საქართველოდან ჩავიდნენ ქართველები მათ დასახმარებლად და რომ არა ეს ძმური ნაბიჯი ქართველებისა მსხვეპლი გაცილებით დიდი იქნებოდა.

 

მე არაერთხელ ვიამაყე ამით და ეხლა დროა ჩვენ რაც შეგვიძლია გვერდში დავუდგეთ ჩვენს მეზობლებს და ჩვენმა შვილებმა უნდა იამაყონ მერე ამით ისე როგორც მე ვიყავი ამაყი სპიტაკის ისტორიით.

 

თქვენ კი ჩემო თანამოქალაქენო, ვისაც ნამდვილად არ გაგხარებიათ ამ ქვეყნის შედგი კოვიდთან დადუმდუთ რა (ეს კეთილი რჩევაა მხოლოდ). რაც უფრო მეტს ილაპარაკებთ უარესები ამოგივათ მაგ პირიდან.- წერს ცაგურია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner