„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი 9 აპრილის ცოცხალი გმირის, მომღერალ ლელა ვეფხვაძის შესახებ წერს და მწუხარებას გამოხატავს იმის გამო, რომ საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვეფხვაძის დაფასება ვერ შეძლო.
„ქალბატონი ლელა ვეფხვაძის ცხოვრება საქართველოს ცხოვრებას ჰგავს.
1989 წლიდან დღემდე სახელწიფომ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ, თუ არ შეძლო ამ ქალბატონისთვის ერთი პატარა ოთახის ჩუქება. არადა, იმსახურებს, ნამდვილად იმსახურებს. არ იყო ადვილი იმ დღეს, იმ წუთებში "დაუკარით"- გემღერა. სიმამაცე სჭირდებოდა ამას, თავდადება. ქვეყანა უნდა აფასებდეს ასეთ შვილებს, მაგრამ აქ... სამწუხაროდ, ლელა ვეფხვაძეებს არ აფასებენ, ვირეშმაკა, თავხედი, ყველა კაბინეტის კარის შემღები და მლიქვნელ-მადიდებელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვინმემ ყურადღება მიაქციოს.
დაუკარით...“