logo_geo
eng_logo
მეტროპოლიტენის თანამშრომლები უვადო გაფიცვით იმუქრებიან
- +

1 მარტი. 2016. 13:04



მეტროპოლიტენის თანამშრომლები უვადო გაფიცვით იმუქრებიან - თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა პირობების გაუმჯობესების მიზნით დღეს აქცია მოაწყო. მეტროპოლიტენის მემანქანეები ითხოვენ ხელფასების კორექციას ლარის კურსის შესაბამისად.


ისინი აცხადებენ, რომ მოთხოვნების შესახებ დღეს წერილობით მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს, მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციას.



აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად, ისინი 21 დღეს დაელოდებიან, რის შემდეგაც უვადო გაფიცვას დაიწყებენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner