logo_geo
eng_logo
სომხეთში, პენიტენციურ სისტემაში СOVID19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
- +

7 ივნისი. 2020. 02:33

 

 

 

სომხეთში კორონავირუსი მსჯავრდებულს დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სომხეთის იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსზე ლუსინე მარტიროსიანზე დაყრდნობით წერს.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. გატარდა პროფილაქტიკური ზომები. ჩატარდა ხელახალი ტესტირება და სხვა მსჯავრდებულებს და თანამშრომლებს covid19 არ დაუდასტურდათ“, - აცხადებს მარტიროსიანი.

 

მისი თქმით, სომხეთის პენიტენციურ სისტემაში ეს კოვიდინფექციის პირველი შემთხვევაა.

 

სომხეთის ერთ-ერთი სოფელი კორონავირუსის გამო ჩაიკეტა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 12364 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 190 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 3720.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner