logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
- +

7 ივნისი. 2020. 10:19

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

 

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, 1989 წელს დაბადებულ მოქალაქეს - გ.მ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვა მობილური ტელეფონი. მოქალაქემ პატრულ-ინსპექტორებს დახმარების მიზნით მიმართა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს და ბრალდებული ადგილზე დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბასრი საგანი და ყაჩაღობის გზით მოპოვებული მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner