logo_geo
eng_logo
აშშ-ის ქალაქებში რასიზმის წინააღმდეგ მორიგი დემონსტრაციები გაიმართა
- +

7 ივნისი. 2020. 11:50

 

 

გასულ დღე-ღამეში მორიგი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გაიმართა აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, სადაც დემონსტრანტებმა რასიზმი და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა გააპროტესტეს. აქციები უკვე 12 დღეა იმართება. BBC-ის ცნობით, ამჯერად მორიგი აქცია გაიმართა დედაქალაქ ვაშინგტონში, აქ ათობით ათასი დემონსტრანტი გამოვიდა, პოლიციამ კი თეთრი სახლის მისადგომები გადაკეტა.

 

ვაშინგტონში დემონსტრანტებს ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერით: „შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“.

 

დემონსტრაციები მოეწყო ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში. ნიუ-იორკში მსვლელობა მოეწყო ბრუკლინის ხიდზე, სან-ფრანცისკოში კი აქციის მონაწილეებმა გოლდენ-გეიტის ცნობილი ხიდი გადაკეტეს. ჩიკაგოში 30 000-მდე მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში. აქციები ჩატარდა რიჩმონდში, ვირჯინიაში, ატლანტასა და ფილადელფიაში, სადაც დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „ჩვენ გვინდა სამართლიანობა, ჩვენ გვინდა სიყვარული“.

 

გარდაცვლილი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს კალიფორნიაში, სადაც იგი დაიბადა. ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი დაკავებისას უხეში ძალა გამოიყენა. პასუხისგებაში მიეცა 4 პოლიციელი, მათგან ერთი - მკვლელობის ბრალდებით გასამართლდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner