logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანის აზრით, სომხეთში 100 ათასზე მეტი კოვიდ-ინფიცირებულია
- +

7 ივნისი. 2020. 17:11

 

 

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა 100 ათასზე მეტია - აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 13 ათასზე მეტი ინფიცირებულია.

 

„ზოგიერთი ანალიზის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ამ დროისთვის 100 ათასზე მეტი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. ასეთ დასკვნამდე მივედით ლეტალური შედეგებისა და გამოვლენილი ინფიცირებულების რიცხვის პროექციის მიხედვით“, - წერს ნიკოლ ფაშინიანი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

 

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყანაში პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. სულ სომხეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 13 130 შემთხვევა.

 

გუშინ სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა  გადატვირთულია და 200 პაციენტის საავადმყოფოებში მოთავსება ვერ ხერხდება ადგილების უქონლობის გამო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner