logo_geo
eng_logo
მოსკოვსა და კარელიაში დღეს გლოვაა გამოცხადებული
- +

20 ივნისი. 2016. 11:00



მოსკოვსა და კარელიის რესპუბლიკაში დღეს გლოვაა გამოცხადებული. გუშინ, კარელიაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რასაც 13 ბავშვი ემსხვერპლა.



წინასწარი ვერსიით, საბავშვო ბანაკის წევრებმა კარელიის სიამოზეროს ტბაზე ნავებით გადაწყვიტეს გასეირნება და შტორმში მოჰყვნენ.



დაღუპულები 12-13 წლის მოზარდები არიან, რომლებიც კარელიაში არდადეგებზე იმყოფებოდნენ.



რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ამ დროისთვის დაკავებულია 5 პირი, მათ შორის საბავშვო ბანაკის დირექტორი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner