მოსკოვსა და კარელიის რესპუბლიკაში დღეს გლოვაა გამოცხადებული. გუშინ, კარელიაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რასაც 13 ბავშვი ემსხვერპლა.
წინასწარი ვერსიით, საბავშვო ბანაკის წევრებმა კარელიის სიამოზეროს ტბაზე ნავებით გადაწყვიტეს გასეირნება და შტორმში მოჰყვნენ.
დაღუპულები 12-13 წლის მოზარდები არიან, რომლებიც კარელიაში არდადეგებზე იმყოფებოდნენ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ამ დროისთვის დაკავებულია 5 პირი, მათ შორის საბავშვო ბანაკის დირექტორი.