logo_geo
eng_logo
მია ვეფხვაძე: მიყურებდა ცინიკური, საშინელი თვალებით - ინტერპოლით ძებნილი გიორგი რურუა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა დააკავა და საქართველოს გადმოსცა
- +

7 ივნისი. 2020. 23:02

 

 

2000 წლის 26 ივნისი შეერთებული შტატების საიმიგრაცო სამასახურის ორმა ოფიცერმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი რურუა ატლანტიდან ჰოლანდიისა და ავსტრიის გავლით, საქართველოში ჩამოიყვანა.

 

 

დოკუმენტებით, რომელიც ,,იმედის კვირამ,, ექსკლუზიურად მოიპოვა, ირკვევა, რომ ადამიანის გატაცების, ყაჩაღობისა და გამოძალვისთვის 1997 წლიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი რურუა, ჯორჯიის შტატში საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის დააკავეს.

 

 

2000 წლის 5 მაისით დათარიღებულ დაკავების ორდერს ხელს ოფიცერი ბარტ ზაფნიგი აწერს. საქართველოს ინეტრპოლის ბიუროს ამერიკიდან აცნობეს, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს მამაკაცი, რომელსაც დავით კურცხალიას სახელზე გაცემული პასპორტი და მართვის მოწმობა აღმოაჩნდა, შემოწმებით კი დადასტურდა, რომ ის საერთაშორისოდ ძებნილი გიორგი რურუა იყო, რომელმაც დაკავებისას აღიარა, რომ აშშ-ში 1999 წლის სექტემბერში მექსიკიდან დავით კურცხალიას პასპორტით შევიდა.

 

 

ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ მისი ძებნის ისტორია 1995 წლის 8 სექტემბერიდან იწყება, როცა რურუა ჯერ საქართველოში გამოცხადდა ძებნილად, მოგვიანებით კი საგამოძიებო სამმართველომ დასახმარებლად ინტერპოლს მიმათა.

 

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე მია ვეფხვაძის მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე, რასაც საფუძვლად დაედო მასთან გასაუბრების ოქმი.

 

 

მია ვეფხვაძე არის მოკლული ზაზა ვეფხვაძის და. ვეფხვაძეების ოჯახი კი მკვლელობაში სწორედ გიორგი რურუას ადანაშაულებს.

 

 

მია ვეფხვაძის თქმით, მისი დაშინება „ვერის საძმოს“ წევრმა სცადა.

 

 

„მაგათი „ვერის საძმოს“ ერთ-ერთი ტურა მოვიდა ჩემთან სახლში და ჩემი მეუღლის სახელს გაჰყვიროდა. უკვე მეუღლით მაშინებენ, მაგრამ მე არ შემშინებია, გავედი გარეთ, მაგრამ კასკაში ვერ ვიცანი, მერე კასკა მოიხსნა, ჩუმად იყო და მიყურებდა ცინიკური, საშინელი თვალებით. ეს თვალები ჩემთვის იყო ის, რაც დამმართეს, იგივეს გამიკეთებენ“ - გამაცვხადა მია ვეფხვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner