ბათუმში მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.
სანდასუფთავების სამსახურის მიერ ამ ეტაპზე სადარბაზოების შეწამვლა ხორციელდება. სპეციალური ხსნარით მუშავდება მწერების გავრცელების სხვა კერებიც.
სადეზინსექციო სამუშაოები ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის საფასური არ გადაიხადონ.