logo_geo
eng_logo
აჭარაში მოქმედ საგზაო კომპანიებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირგასამტეხლოები არ დაეკისრებათ
- +

8 ივნისი. 2020. 16:20

 

 

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემსრულებელ კონტრაქტორ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კომპანიის წარმომადგენლებს გააცნო ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კომპანიებს, რომლებმაც ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ შეძლეს განსაზღვრულ ვადებში შეესრულებინათ სამუშაოები, პირგასამტეხლო არ დაეკისრებათ და მიეცემათ დამატებითი ვადა სამუშაოების შესასრულებლად.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს პანდემიით გამოწვეული შეფერხებების და მათი აღმოფხვრის გზების შესახებ. კომპანიის წარმომდგენლებს დაევალათ რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვა.

 

პანდემიით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტები დინამიურად გრძელდება და განხორციელდება ვადების დაცვით.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner