საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი დავალებით ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ყუმბარმტყორცნების, ყუმბარებისა და რეკეტების წარმოებაზე მუშაობა დაიწყო.
„ჩვენ ახლა, ჩემი დავალებით, უკვე დავიწყეთ მუშაობა ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ყუმბარმტყორცნების, ყუმბარების, რაკეტების წარმოებაზე. ჩვენს შესაბამის და უნიკალურ ხალხს, რომელებიც იქ მუშაობენ მინდა, მადლობა გადავუხადო, რადგან მათი ღვაწლი საქართველოს წინაშე არის უაღრესად დიდი და ამ ადამიანებს, მათ ხედვებსა და გონებრივ პოტენციალს სჭირდება სწორი გამოყენება და ათვისება.
ასევე, გეტყვით, რომ ჩემი დაპირება, რომელიც იყო ვაზნების ქარხნის მშენებლობა, ეს მიმდინარე პროცესია, ეს არის საკმაოდ რთული პროექტი, ეს იქნება გრძელვადიანი, საშვილიშვილო პროექტი, რომელსაც მე დავუტოვებ ჯარს. ამას აუცილებლად გავაკეთებ. ეს უნდა იყოს ტყვია-წამლის წარმოების სრული ციკლი. მე შემეძლო ძალიან მარტივად საჩვენებლად რომ გამეკეთებინა ძალიან პატარა ზომის ასაწყობი ქარხანა, მაგრამ მე ეს შეგნებულად არ გავაკეთე, ვინაიდან, ეს არის ჩვენი ხელწერა, მე არ ვაკეთებ საქმეს იმისთვის, რომ ვიღაცამ, ან მადლობა მითხრას, ან საჩვენებელი მოდელები გავაკეთო. მე ვაკეთებ საფუძვლიანად საქმეს და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილს ყოველთვის“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.