logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციასთან არაფერი მაქვს სალაპარაკო, ეს ადამიანები თეთრზე ამბობენ შავს, შავზე ამბობენ თეთრს
- +

8 ივნისი. 2020. 22:21

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას ოპოზიციასთან სალაპარაკო არ აქვს და პარლამენტში მათთან სასაუბროდ არ მიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

 

ეს ადამიანები თეთრზე ამბობენ შავს, შავზე ამბობენ თეთრს, მე მათთან აბსოლუტურად არაფრი მაქვს სალაპარაკო. მე პარლამენტში თუ წარვდგები, მათთან სალაპარაკოდ არ მივდივარ, მე მივდივარ იმის გამო, რომ პარლამენტის და ინსტიტუციის მიმართ უნდა დავადასტურო პატივისცემა და ჩემი ვალდებულება მოვიხადო, ასევე ანგარიში ჩავაბარო ხალხს და დეპუტატებს.

 

ჩემთვის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩემი ქვეყნის ტერიტორიები დაგვაკარგინა, შემოიყვანა რუსული ჯარი, რომელიც ამ ქვეყნიდან გასული იყო, რომელმაც ჩააბარა კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი, ათასობით ადამიანი გახადა დევნილი, მე ამ ძალას არ აღვიქვამ ოპოზიციურ ძალად, ისინი არიან დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და მტრული ძალა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner