გორში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ლ.ა.,
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების
საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,
დანით ხელის არეში დაზიანება მიაყენა 1987 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს, რომელიც
სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - 2 დანა ნივთმტკიცების
სახით ამოიღეს.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.