logo_geo
eng_logo
ტობავარჩხილის გზის მოწყობასა და ლუგელას ხეობაში ტურიზმის განვითარებაზე, ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებული ესაუბრა
- +

9 ივნისი. 2020. 00:29

 

 

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, ცნობილ ტურისტულ ლოკაციამდე - ტობას ტბებამდე მისასვლელი გზა მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს ტობავარჩხილის გზის 10 კილომეტრიანი საფარის მოწყობას, ახალი გზის გაჭრის პროექტს ,,მუნიციპალური განვითრების ფონდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა, გზის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

 

ახალი გზის მნიშვნელობაზე და ლუგელას ხეობაში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად ესაუბრა. ალექსანდრე მოწერელიამ ხეობაში ტურისტული ობიექტებიც დაათვალიერა და 15 ივნისიდან მოქალაქეებს სამეგრელოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.

 

ტობავარჩხილი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტია. ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს 5 უნიკალური ტბა, რომლებსაც ადგილობრივებმა ვერცხლის ტბები შეარქვეს, ხეობაში უნიკალური მღვიმეები და კანიონებია.

 

სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე მუხურში სასტუმორების მშენებლობა დაათვალიერა. სასტუმრებს კომპანია ,,Mukhuri Resort” აფინანსებს. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner