დღეს ვერ წარმომიდგენია, რომ კოალიციის შექმნა მოგვიწიოს , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძლიერად გაიმარჯვებს მომავალ არჩევნებში.
„ვუყურებ და ვიცი რა განწყობები, რაც მოსახლეობაშია, მე რა თქმა უნდა, ვრჩები ჩემს აზრზე და მიმაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა ძალიან ძლიერად გაიმარჯვებს ამ არჩევნებშიც.
სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ყველაზე ანტიეროვნული მტრული ძალის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სახით, პერსპექტივა არის ნულის ტოლფასი. ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ამ ადამიანებს მიეცათ ხელმეორედ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა, თქვენ რა გგონიათ, რა მოელის აფხაზეთსა და ოსეთს, ან როგორ ფიქრობთ, ჩვენი მოსახლეობა როგორ შეეგუება ამას? დაინგრევა ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს ასეთი ტიპის ჯოჯოხეთურ გამოწვევას, რომელიც იყო „ნაცმოძრაობის“ მხრიდან“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.