logo_geo
eng_logo
სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა
- +

9 ივნისი. 2020. 01:03

 

 

საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა“, –  ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

 

 „ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 9-საათიანი პროცესი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას.

სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა!

შესაბამისად ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა“,! – წერია განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner