logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: ბოლო დღეებში კორონავირუსის მცირე შემთხვევები დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს
- +

9 ივნისი. 2020. 02:11

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

 

 

მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული, რათა ყველანაირი რისკების სამართავად მზად ვიყოთ. რა თქმა უნდა, ის, რომ ბოლო დღეებში მხოლოდ თითო – ოროლა შემთხვევა ვლინდება, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან კორონა, სამწუხაროდ, არსად არ გამქრალა, ისევ ჩვენს გვერდით არის. ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში. ამიტომ უნდა ვიყოთ ყველანი ისევ და ისევ ფრთხილად, განსაკუთრებით, ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომლებიც არის აუცილებელი, პირველ რიგში, ეს ეხება ნიღბების ტარებასა და ფიზიკური დისტანცირების დაცვას“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner