ჩვენ პოზიტიურად უნდა შევაფასოთ, თუ რამხელა შემოსავლის მოცემა შეუძლია გაზრდილ შიდა ტურიზმს. ჩვენ ვგეგმავთ არაერთ ღონისძიებას, რომ გავზარდოთ შიდა ტურიზმის მოცულობა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, შიდა ტურიზმი, საერთაშორისო ტურიზმიდან მისაღებ შემოსავლებს ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა აქაც იმ კონკურენტუნარიან პირობებზეც უნდა ვისაუბროთ, რომ ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ისეთივე უსაფრთხოა როგორიც საქართველო.
„ტურიზმი უნდა გავზარდოთ უსაფრთხოების და დივერსიფიცირებული პროდუქტებიდან გამომდინარე. იმედი გვაქვს ეკოტურუზმთა და სათავგადასავლო ტურიზმით გატაცებული ადამიანები დარჩებიან საქართვლოში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკის განვითარებაში“, განაცხდა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ცნობილია 1-ლი ივლისიდან, საქართველო გეგმავს უმასპინძლოს უცხოელ ტურისტებს, შესაბამისი საერთაშორისო რეკომენდაციების დაცვითა და ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით, რაც ვიზიტორებს საქართველოში უსაფრთხო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.