logo_geo
eng_logo
პოლიციამ სამტრედიაში ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
- +

9 ივნისი. 2020. 10:09

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ი.დ. დააკავეს. მას ბრალი მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მუქარაში ედება.

 

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 ივნისს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, ქალაქ სამტრედიაში, ტაქსით მგზავრობის დროს, მეუღლეს - 1998 წელს დაბადებული ქ.თ.-ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ცივი იარაღით ხელზე მსუბუქი დაზიანებები მიაყენა. მას შემდეგ, რაც აგრესიული მამაკაცი ავტომანქანიდან გადავიდა, დაზარალებული ქალი პოლიციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა.

 

სამართალდამცველებმა ი.დ., ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სამტრედიაში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეითად გადაადგილდებოდა.

 

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო გასაშლელი დანა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის I ნაწილითა და 111-151-ე მუხლის II ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner