logo_geo
eng_logo
ვინ იყო მესროპ მაშტოცი?
- +

20 ივნისი. 2016. 11:30



მესროპ მაშტოცი - სომეხი სწავლული, სომხური ანბანის შემქმნელი, განმანათლებელი, მისიონერი, ბიბლიის მთარგმნელი, ეროვნული სკოლისა და პედაგოგიკის დამაარსებელი, სომხური სამოციქულო ეკლესიის წმინდანი.


მან შეისწავლა სომხური ენის ბგერითი სისტემა და 405-406 წლებში შექმნა ანბანი. თავის მოწაფეებთან ერთად სირიულიდან სომხურად თარგმნა ბიბლიის ნაწილი. მესროპ მაშტოცის ბევრი მოწაფე შემდგომში ცნობილი მწერალი გახდა (ეზნიკი, კორიუნი, ეღიშე, მოვსეს ხორენაცი და სხვები).


კორიუნის „მაშტოცის ცხოვრება"


კორიუნი ითვლება ავტორად ნაწარმოებისა „მაშტოცის ცხოვრება". აღნიშნული ტექსტი პირველად წიგნის სახით საზოგადოებამ 1962 წელს იხილა. როგორც „Жития Маштоца"-ს გამომცემლები იუწყებიან, აღნიშნული ნაწარმოები იყო რთული სათარგმნი და დასამუშავებელი, რაც იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოგვეპოვება აღნიშნული ნაწარმოები ნათარგმანები გასულ საუკუნეებში სხვადასხვა ენაზე.


მოვსეს ხორენაცი არის სომხეთის ერთერთი მატიანე, რომელსაც თავის თხზულებაში ნახსენები ჰყავს მაშტოცი. გამომდინარე იქიდან, რომ მისი ნაწარმოები „სომხეთის ისტორი" ზოგადად სომხეთს ეხება, მასში მესროპ მაშტოცზე ნაკლებად არის საუბარი, თუმცაღა, მასში მოყვანილი შინაარსი ბევრ რამეში ემთხვევა კორიუნის „მაშტოცის ცხოვრებას".


ნაწარმოები სამი ტომისაგან შედგება. კორიუნის „მაშტოცის ცხოვრებაში" და ხორენაცისეულ „სომხეთის ისტორიაში" გვხვდება ცნობა მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის თაობაზე, მეფე ბაკურისა და მისი თანადროული მთავარეპისკოპოს მოსეს მოღვაწეობის პერიოდში.


უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ, 1962 წლის წიგნში მკვლევარებმა ბაკურ მეფე ვარაზ-ბაკურად მიიღეს.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner