logo_geo
eng_logo
2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული ყველა საბაზისო მაკროეკონომიკური პარამეტრი შეთანხმებულია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან
- +

9 ივნისი. 2020. 11:35

 

 

 

2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული ყველა  საბაზისო მაკროეკონომიკური პარამეტრი შეთანხმებულია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან

 

 

2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული ყველა  საბაზისო მაკროეკონომიკური პარამეტრი  შეთანხმებულია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ და აღნიშნა, რომ ახალი გამოწვევების მიუხედავად, სრულად უზრუნველყოფს  ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას.

 

  

2020 წლის დასაწყისში საქართველოს ჰქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიული მინიმუმი, ამ მაჩვენებლებმა და  ფისკლაური  მართვის ხარისხმა  შეგვიწყო ხელი, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.

 

 

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4%-იანი შემცირება.

 

 

ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი შეადგენს 4,8%-ს, სამომხმარებლო ფასების ინდექსის საშუალო წლიური მაჩვენებელი 4,7%-ს, ხოლო წლის ბოლოსთვის 3,5%-ს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 50,3 მლრდ ლარია, ნაცვლად გასული წლის დეკემბრის პროგნოზით არსებული 53,1 მლრდ ლარისა. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 8.5%-ით.

 

 

აღსანიშნავია, რომ არსებული პროგნოზების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის აღდგენა 2021 წლიდან დაიწყება და მშპ-ს რეალური ზრდა 4%-ს ხოლო 2020 წლისთვის 6.0%-ს მიაღწევს.

 

 

ეკონომიკური პარამეტრების გაუარესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მცირდება ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები და განსაკუთრებით, საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner