ანტიკრიზისული ბიუჯეტის თანახმად, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბიუჯეტი 20 მლნ ლარიდან 330 მლნ ლარამდე გაიზრდება.
„მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ჩავრთეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მიკრო და მცირე მეწარმეები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტები შეძლებენ, სახელმწიფოს მხარდაჭერით ისარგებლონ“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, ასევე იზრდება მიკროგრანტების ბიუჯეტიც.
„პროექტების პირველ შერჩევას ჩვენ უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ და ეს ძალიან მასშტაბური კამპანია იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.