„ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე დღეს კრიმინალურ პოლიციაშია დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ თარგამაძე პოლიციაში მის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით არის დაბარებული, რომელის მიხედვითაც, „ე.წ. კანონიერმა ქურდმა დათო გერლიანმა (დათო სვანი) საქართველოს საზღვარი ისე გადმოკვეთა, რომ არ დაუკავებიათ". პარტიაში აცხადებენ, რომ თარგამაძე დაკითხვაზე მივა.
გივი თარგამაძის განცხადებით, გერლიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ყოველგვარი შეფერხების გარეშე, უპრობლემოდ დატოვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი რეაგირება არ ჰქონია ამ ფაქტზე.
გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დღეს, 17:00 საათზეა დაბარებული.